გამოქვეყნების თარიღი: 2024-03-18
მიმდინარე წლის 18 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს და საქართველოს სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს, თამარ გვარამაძეს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მართლმსაჯულების რეფორმის შედეგად მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებასა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.
შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი.
საქართველოს უზენაესი სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის
2025-08-26
იხილეთ სრულადსაქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 18 ივლისს, 14:30 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.
2025-07-17
იხილეთ სრულად