უზენაეს სასამართლოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია ეწვია

გამოქვეყნების თარიღი: 2023-09-26

მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე შალვა თადუმაძე და ამავე პალატის მოსამართლეები ლევან თევზაძე და ნინო სანდოძე შეხვდნენ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს და სისხლის სამართლის მიმართულებით მოღვაწე პროფესორებს  გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან. დელეგაციის წარმომადგენლები თბილისში იმყოფებიან საერთაშორისო კონფერენციისა და საზაფხულო სკოლის ფარგლებში, რომელიც იმართება ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის პროგრამის - „ინსტიტუციური ცვლილება და სოციალური პრაქტიკა. ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში პოლიტიკური სისტემის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევა“ მხარდაჭერით.

შეხვედრაზე გაიმართა საინტერესო დისკუსია სისხლის სამართლის სასამართლოს როლსა და არსებული გამოწვევების შესახებ. უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარემ და მოსამართლეებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სტუმრებს პალატის საქმიანობისა და მათთვის საინტერესო კითხვებზე საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ურთიერთობების გააქტიურების, პროფესიული კავშირების გაძლიერებისა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე, ორმხრივი ურთიერთობის განვითარების მიზნით.


ბოლო სიახლეები

საქართველოს მოსამართლეთა XXXIV რიგგარეშე კონფერენცია

2025 წლის 25 აპრილს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომ

2025-04-25

იხილეთ სრულად
მილოცვა

2025-04-14

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 11 აპრილს, 14:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.

2025-04-10

იხილეთ სრულად