ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციის ეთიკური დილემები მართლმსაჯულების სისტემაში
- პუბლიკაციის ტიპი
- ჟურნალის სტატია
- ჟურნალის დასახელება
- მართლმსაჯულება და კანონი
- გამოცემის წელი, ნომერი
- 2026, N 1
- ავტორ(ებ)ი
- გიორგი სვიანაძე
- გვერდები
- 5-27
- DOI
- https://doi.org/????????
საკვანძო სიტყვები ხელოვნური ინტელექტი (AI); მართლმსაჯულების სისტემა; AI ეთიკური დილემები; მართლმსაჯულების სისტემაში AI-ის ინტეგრაცია; მართლმსაჯულების ციფრული ტრანსფორმაცია.
მიმაგრებული ფაილი
PDF ჩამოტვირთვააბსტრაქტი
ხელოვნური ინტელექტი (AI) სულ უფრო აქტუალურ როლს იძენს საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამჟამად მსოფლიო იმყოფება ტექნოლოგიური რევოლუციის პროცესში, რომელიც ცვლის სახელმწიფოთა ეკონომიკას, ინდუსტრიებს და საზოგადოების ცხოვრებას. მსოფლიოში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების ფონზე, სასამართლოს ხელმისაწვდომობისა და ადამიანზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, AI-ს განსაკუთრებული და ინოვაციური როლი ენიჭება.
მსოფლიოს სხადასხვა ქვეყენებში უკვე წარმატებით მიმდინარეობს AI-ს გამოყენება. ცვლილებებს განიცდის მოსამართლეების, ადვოკატების, იურისტების სამუშაო პროცესი. ქაღალდის ფაილები ვირტუალური ფაილებით იცვლება. საპროცესო დოკუმენტები, შუამდგომლობები, ოქმები, გადაწყვეტილებები, იქმნება ციფრული ფორმით და ა.შ. თუმცა, ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, მართლმსაჯულების სისტემა დგას მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე. კერძოდ, სასამართლომ უნდა მოახდინოს ტრადიციული სამართალწარმოების ადაპტაცია ახალ ტექნოლოგიებთან.
განსახილველ სტატიაში, მოკლედ არის აღწერილი AI-ს განვითარების ისტორიული კონტექსტი და მისი როლი თანამედროვე მართლმსაჯულების სისტემაში. გაანალიზებულია AI-ს ეთიკური გამოწვევები, რომელიც შესაძლოა თან ახლდეს AI-ს ინტეგრაციის პროცესს მართლმსაჯულების სისტემაში. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვა; გამჭვირვალობა და უსაფრთხოება; სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა; პერსონალური მონაცემების დაცვა და დისკრიმინაციის თავიდან აცილება. სტატიის დასკვნით ნაწილში წარმოდგენილია ავტორის ხედვა და რეკომენდაციები.