მართლმსაჯულება და კანონი Justice and Law

← უკან

პროცედურული სამართლიანობის სოციალურ-ფსიქოლოგიური თეორია და მისი გავლენა ლეგიტიმაციის ფორმირებაზე

პუბლიკაციის ტიპი
ჟურნალის სტატია
ჟურნალის დასახელება
მართლმსაჯულება და კანონი
გამოცემის წელი, ნომერი
2026, N 1
ავტორ(ებ)ი
ეკა გოგიჩაიშვილი
გვერდები
44-64
DOI
https://doi.org/???????

საკვანძო სიტყვები პროცედურული სამართლიანობა; სოციალურ ფსიქოლოგიური თეორია; სასამართლო სისტემის ნდობა; კანონისადმი ნებაყოფლობითი მორჩილება; ინსტიტუციური ლეგიტიმაცია.

მიმაგრებული ფაილი

PDF ჩამოტვირთვა

აბსტრაქტი

სტატიის მიზანია ტომ ტაილერის (Tom R. Tyler) ფუნდამენტურ ნაშრომზე „Why People Obey the Law“ დაფუძნებული პროცედურული სამართლიანობის (procedural justice, procedural fairness, 1984) სოციალურ-ფსიქოლოგიური თეორიის განხილვა და მისი გავლენის წარმოჩენა ლეგიტიმაციის ფორმირებაზე. კანონისადმი დამორჩილება იმაზე უფრო ღრმად არის დაკავშირებული ადამიანის ფსიქოლოგიურ და სოციალურ განცდებთან, ვიდრე აქამდე მოიაზრებოდა და მისი გაძლიერება შესაძლებელია მაშინ, როდესაც ხელისუფლება იყენებს პროცედურული სამართლიანობის პრინციპებს. ის პირდაპირ კავშირშია სამართლიანობის აღქმასთან, ინსტიტუციების ლეგიტიმაციასთან და ვითარდება ყოველდღიური ურთიერთობებისა და გამოცდილების დაგროვების ერთგვარ პროცესად, სადაც წამყვანი იდენტობისა და ღირსების აღიარების ნაწილია. მართლმსაჯულების სისტემაში ეს პროცესი ხშირად აწყდება მკაფიო დისონანსს დეკლარირებულ სამართლებრივ მექანიზმებსა და მოქალაქეთა რეალურ აღქმებს შორის. აღნიშნული ხარვეზი იწვევს მოქალაქეთა გაუცხოებას, ხშირად ლეგიტიმაციის „ეროზიას“, პოლიტიკურ ნიჰილიზმს და სამართლიანობის აღქმის დეფიციტს. ამ ფონზე, საზოგადოების მთავარი გამოწვევაა, არა მხოლოდ სწორი გადაწყვეტილებების მიღება, არამედ სამართლიანი პროცესების უზრუნველყოფა. საკითხის მოცულობიდან გამომდინარე, ნაშრომი ამ ეტაპზე ფოკუსირებულია მხოლოდ თეორიულ-კონცეპტუალურ ანალიზზე, რაც წარმოადგენს საფუძველს შემდგომი ემპირიული კვლევისთვის საქართველოს კონტექსტში.