მართლმსაჯულება და კანონი Justice and Law

← უკან

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის მექანიზმები

პუბლიკაციის ტიპი
ჟურნალის სტატია
ჟურნალის დასახელება
მართლმსაჯულება და კანონი
გამოცემის წელი, ნომერი
2026, N 1
ავტორ(ებ)ი
ნათია მახათაძე
გვერდები
65-84
DOI
https://doi.org/???????

საკვანძო სიტყვები ალიმენტი, მოდელი, ბავშვის საუკეთესო ინტერესი, მატერიალური მდგომარეობა, საალიმენტო ვალდებულება.

მიმაგრებული ფაილი

PDF ჩამოტვირთვა

აბსტრაქტი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმებად ადგენს სამართლიანობისა და გონივრულობის კატეგორიებს. საქართველოს კანონმდებლობა, ისევე როგორც სასამართლო პრაქტიკა სხვა კრიტერიუმებს, გარდა ზემოაღნიშნულისა, არ ითვალისწინებს. თავის მხრივ, დასახელებული კატეგორიები ატარებს აბსტრაქტულ ხასიათს და ინტერპრეტაციის ფართო დისკრეციას ანიჭებს სასამართლოს. აღნიშნული კი, წარმოშობს არაერთგვაროვანი პრაქტიკის განვითარების მომეტებულ რისკს, რაც საბოლოოდ, ქმნის ბავშვის საუკეთესო ინტერესის ხელყოფის საფრთხეს. ნაშრომში წარმოდგენილია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელი კონკრეტული მოთხოვნები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა დაეთმოს მართლმსაჯულების განხორცილების პროცესში, რათა უზრუნველყოფილ იქნას ბავშვის უფლებათა კოდექსით გარანტირებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ნაშრომი სხვა სამართლებრივ მოდელებზე დაყრდნობით, ახდენს ალიმენტის ოდენობის გამოანგარიშების სისტემების სრულყოფილ ანალიზს, მისი გადაანგარიშების შესაძლებლობას ინდექსაციის გზით, რაც საბოლოოდ, სამართალწარმოების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის მიზანს ემსახურება.