მართლმსაჯულება და კანონი Justice and Law

← უკან

ხელოვნური ინტელექტი (AI) და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაცია

პუბლიკაციის ტიპი
ჟურნალის სტატია
ჟურნალის დასახელება
მართლმსაჯულება და კანონი
გამოცემის წელი, ნომერი
2026, N 1
ავტორ(ებ)ი
დავით გეფერიძე
გვერდები
85-100
DOI
https://doi.org/???????

საკვანძო სიტყვები ხელოვნური ინტელექტი, სამოქალაქო ავიაცია, საერთაშორისო სამართალი, ტექნოლოგიები, უსაფრთხოება, თანამედროვე ტექნოლოგიები.

მიმაგრებული ფაილი

PDF ჩამოტვირთვა

აბსტრაქტი

ნაშრომში გაანალიზებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება თანამედროვე სამოქალაქო ავიაციაში, საერთაშორისო სამართლის ჭრილში. განსაზღვრულია დებულებები ძირითად უპირატესობებსა და რისკებზე, ასევე, შეფასებულია არსებული და სამომავლო სამართლებრივი რეგულირების საჭიროებები. ნაშრომში განხილულია ხელოვნური ინტელექტის ცნება და მისი სამართლებრივი საფუძვლები, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი რეგულირების პროცესში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ძირითადი სფეროები ავიაციაში, აგრეთვე, ის სამართლებრივი და პრაქტიკული გამოწვევები, რომლებიც ამ ტექნოლოგიების დანერგვას თან ახლავს. ხელოვნური ინტელექტის სისტემები უკვე აქტიურად გამოიყენება ფრენის დაგეგმვაში, საჰაერო მოძრაობის მართვაში, აეროპორტის უსაფრთხოებაში, ტექნიკური მომსახურების ოპტიმიზაციასა და გარემოს დაცვის მიმართულებით. აღნიშნული ტექნოლოგიები ხელს უწყობს ოპერაციული ეფექტიანობის ზრდას, ადამიანური შეცდომების შემცირებასა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას. თუმცა, ამავე დროს, მათი ფართო ინტეგრაცია აჩენს სერიოზულ გამოწვევებს, როგორიცაა პასუხისმგებლობის განსაზღვრა, გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა, მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა და ადამიანის როლის ტრანსფორმაცია სამოქალაქო ავიაციის პროცესში. ნათელია ის ფაქტი, რომ ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი და უსაფრთხო ინტეგრაცია სამოქალაქო ავიაციაში შეუძლებელია მხოლოდ ეროვნული რეგულირების ფარგლებში. მისი ტრანსსასაზღვრო ბუნებიდან გამომდინარე, გადამწყვეტ როლს ასრულებს თანამედროვე საერთაშორისო საჰაერო სამართალი და ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა იკაო, გაერო და ევროკავშირი, რომლებიც ქმნიან საერთო პრინციპებსა და სტანდარტებს. ხელოვნური ინტელექტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სირთულე და ავტონომიურობა არსებითად ართულებას პასუხისმგებლობის განსაზღვრის საკითხს, განსაკუთრებით სამოქალაქო ავიაციის ინციდენტების ან კატასტროფების შემთხვევაში. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო ღრმად ინერგება სამოქალაქო ავიაციაში, აუცილებელია, რომ ეს ტექნოლოგიები დანერგილ იქნას უსაფრთხოებაზე, ეთიკასა და პასუხისმგებლობაზე დაყრდნობით.