ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის სამართლებრივი შეფასების საკითხისათვის
- პუბლიკაციის ტიპი
- ჟურნალის სტატია
- ჟურნალის დასახელება
- მართლმსაჯულება და კანონი
- გამოცემის წელი, ნომერი
- 2026, N 1
- ავტორ(ებ)ი
- მალხაზ ლომსაძე
- გვერდები
- 101- 115
- DOI
- https://doi.org/???????
საკვანძო სიტყვები ძლიერი სულიერი აღელვება, განზრახი მკვლელობა, ფიზიოლოგიური აფექტი, პათოლოგიური აფექტი, მძიმე შეურაცხყოფა, მძიმე ამორალური ქმედება, ცოლქმრული ღალატი, პატივი და ღირსება.
მიმაგრებული ფაილი
PDF ჩამოტვირთვააბსტრაქტი
დანაშაული ყოველთვის წარმოადგენდა მეცნიერი იურისტების დისკუსიის საგანს. წინამდებარე ნაშრომში საუბარია იმის თაობაზე, რომ ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩადენილი განზრახი მკვლელობა უფრო მეტი საშიშროების შემცველია, ვიდრე სხვა სახის განზრახი მკვლელობები. ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩადენილი განზრახი მკვლელობა სიმძიმის მიხედვით, უფრო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია, ვიდრე სხვა მკვლელობები.
ნაშრომში ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის კვალიფიკაციის პრობლემის გადაჭრის დასაბუთების ცდაა გადმოცემული. განზრახ მკვლელობის ჩადენის კვალიფიკაციისათვის საკმარისია, დანაშაულის ჩამდენი იმყოფებოდეს ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რომელიც გამოწვეული იქნება მსხვერპლის არამართლზომიერი საქციელით. ნაშრომზე მუშაობისას, შესწავლილია სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომები მოცემულ საკითხზე, განზოგადებულია სასამართლო პრაქტიკა და სიღრმისეული სამეცნიერო ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბებულია შესაბამისი დასკვნები.
ვფიქრობთ, ნაშრომი დახმარებას გაუწევს მეცნიერ-იურისტებს, პრაქტიკოს მუშაკებსა და იმ პირებს, ვინც დაინტერესებულია ჯგუფური დანაშაულის კვალიფიკაციის პრობლემებით.