მართლმსაჯულება და კანონი Justice and Law

← უკან

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი: თანამედროვე საბაჟო პოლიტიკის ევოლუცია

პუბლიკაციის ტიპი
ჟურნალის სტატია
ჟურნალის დასახელება
მართლმსაჯულება და კანონი
გამოცემის წელი, ნომერი
2026, N 1
ავტორ(ებ)ი
ია ხარაზი
გვერდები
134- 157
DOI
https://doi.org/???????

საკვანძო სიტყვები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი; „ოქროს სია“; საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი; საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვი; ასოცირების ხელშეკრულება; „მწვანე დერეფანი“; WCO; AEO; AEO-C; AEO-S.

მიმაგრებული ფაილი

PDF ჩამოტვირთვა

აბსტრაქტი

სტატია „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი: თანამედროვე საბაჟო პოლიტიკის ევოლუცია“ განიხილავს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ინსტიტუტის მნიშვნელობას საბაჟო ადმინისტრირების, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და თანამედროვე საჯარო პოლიტიკის განვითარების პროცესში. კვლევის მიზანია შეფასდეს, თუ რა გავლენას ახდენს აღნიშნული მექანიზმი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებასა და ეკონომიკური საქმიანობის ეფექტიანობის ზრდაზე. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია აეო-ს სტატუსის დადებით მხარეებზე, მათ შორის საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე, დროისა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე, ბიზნესისათვის პროგნოზირებადი გარემოს შექმნასა და საერთასორისო ვაჭრობის ხელშეწყობაზე. ამასთან, განხილულია უარყოფითი და პრობლემური ასპექტებიც, როგორიცაა სტატუსის მისაღებად დაწესებული მაღალი მოთხოვნები, შესაბამისობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფინანსური და ადმინისტრაციული ხარჯები, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის შესაძლო ბარიერები. კვლევამ აჩვენა, რომ აეო-ს ინსტიტუტი წარმოადგენს თანამედროვე საჯარო პოლიტიკის ისეთ მექანიზმს, რომელიც სახელმწიფო კონტროლისა და ბიზნესის ხელშეწყობის ინტერესების დაბალანსებას ცდილობს. მისი ეფქტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამართლებრივი რეგულირების ხარისხზე, ადმინისტრაციული პროცესების გამჭვირვალობაზე, ბიზნესისათვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიან თანამშრომლობაზე.