არჩილ კოჭლამაზაშვილი
2025 წლის 27 მაისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ - ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე
2025 წლის 17 ოქტომბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.
2025 წლის 17 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი.
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1979 წლის 30 მაისს ქ. გურჯაანში.
სამუშაო გამოცდილება
2025 წლის 25 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად;
2020 - 2025 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის კონსულტანტი;
2020 წლის იანვრიდან მარტამდე - შპს „სამშენებლო კომპანია თბილისის ვექტორის“ იურისტი;
2017-2019 წლებში - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის კონსულტანტი;
2015-2017 წლებში - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტში, სისხლის სამართლის საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველოს კონსულტანტი;
2011-2015 წლებში - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მანდატური;
2006-2011 წლებში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მანდატური.
განათლება
2019-2020 წლებში - იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;
2009 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა;
2002 წელს დაამთავრა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია;
1996 წელს დაამთავრა სოფელ შრომის საშუალო სკოლა.