ბადრი შონია

ადმინისტრაციული საქმეთა პალატის მოსამართლე

2024 წლის 18 ოქტომბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1979 წლის 13 მარტს ქ. გალში

სამუშაო გამოცდილება

2022 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ივლისიდან ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.

2021 წლის 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

2021-2023 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი.

2021-2022 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე.

2019-2021 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე.

2019 წლის ივლისიდან დეკემბრამდე იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

2018 წლის 1 იანვრიდან იყო ახალგორის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე.

2017-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე.

2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.

2011-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2009-2010 წლებში მუშაობდა ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში რაიონულ პროკურორად.

2007-2009 წლებში - სენაკის რაიონულ პროკურატურაში რაიონულ პროკურორად.

2007 წლის ივნისიდან ნოემბრამდე იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი.

2006 წლის ივლისიდან 2007 წლის ივნისამდე - მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი.

2006 წლის მარტიდან 2006 წლის ივლისამდე იყო დუშეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი.

2005-2006 წლებში - საქართველოს სამართალშემოქმედთა კავშირის ადვოკატი.

განათლება

1996 წელს დაამთავრა წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანის საშუალო სკოლა.

2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.