გიზო უბილავა

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი, საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარე

2024 წლის  27 ივნისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ - ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2024 წლის პირველი ივლისიდან 2025 წლის 17 ოქტომბრამდე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.

2024 წლის 18 ოქტომბრიდან არის საკვალიფიკაციო პალატის წევრი და თავმჯდომარე.

2025 წლის 17 ოქტომბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

 

პირადი ინფორმაცი

დაიბადა 1978 წლის 19 სექტემბერს,  ქალაქ გალში.

სამუშაო გამოცდილება:

2022 წლის ნოემბრიდან 2024 წლის 27 ივნისამდე  იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;

2020-2022 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე;

2018-2019 წლებში - თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი;

2016-2018 წლებში - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორი;

2013-2016 წლებში - სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი;

2013 წელს იყო მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილე;

2005-2013 წლებში - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი;

2004-2005 წლებში - იურიდიული საკონსულტაციო კავშირ "ვექილის" თავმჯდომარე.

2002-2004 წლებში - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების განყოფილების პროკურორი;

1999-2002 წლებში - გალი-გულრიფშის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.

განათლება:

1998 წელს დაამთავრა თბილისის საერო უნივერსიტეტი ,,აღმაშენებელი" სამართალმცოდნეობის სპეციალობით;

2007 წელს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის მაგისტრატურა იურიდიული განხრით;

2000 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა;

2002 წელს - პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

2004 წელს - ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში;
2005 წელს - მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა;

2018 წელს - მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში;
2018-2019 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.