2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1972 წლის 22 იანვარს ქ. თბილისში.
სამუშაო გამოცდილება
2017-2007 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი (2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად); 2016 წლის 2 ნოემბერიდან 2018 წლის 1 იანვრამდე სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ.
2013- 2008 წლებში იყო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
2011-2008 წლებში იყო ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის წევრი.
2011-2006 წლებში იყო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრი.
2007-2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
2007-2006 წლებში იყო სამართლებრივირეფორმებისკოორდინაციისხელშემწყობიკომისიისწევრი.
2004-2003 წლებში იყო საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის პროტოკოლის განყოფილების გამგე.
2003-2001 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი თანაშემწე.
2001-200 წლებში იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი.
2000-1996 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის უფროსი სპეციალისტი; წამყვანი სპეციალისტი
1996-1994 წლებში იყო შრომის და წარმოების ორგანიზაციის სახელმწიფო სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტში უფროსი მასწავლებელი.
1997 წლიდან ეწევა სამეცნიერო პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2011-1998 წლებში იყო თბილისის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2011 წლიდან არის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი.
არის ახალი ორლეანის საპატიო მოქალაქე (1999); მიღებული აქვს შვეიცარიის მთავრობისა და შვეიცარიის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ერთობლივი ყოველწლიური ჯილდო „შვეიცარიის პრიზი საერთაშორისო ურთიერთობებში ლიდერობისათვის“ (2005), მონაწილეობდა UNICEF, TACIS, TracCC-ის (1997-2002) პროექტებში. იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის წევრი (2007-2004), არჩეული იყო ორგანიზაცია „პარლამენტარები გლობალური ქმედებებისათვის“(აშშ) გამგეობის წევრად და „მშვიდობის და დემოკრატიის პროგრამის“ ხელმძღვანელის მოადგილედ (2007-2005). 2007-2006 წლებში იყო რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, ვილტონ პარკისსაერთაშორისო ასოციაციის წევრი (2007-2005), ქალ პარლამენტართა ქსელის GlobalPOWER (აშშ) წევრი ( 2007-2006), საქართველოს დელეგაციის წევრი ევროპისსაბჭოს ქალთამიმართ ძალადობისდა ოჯახშიძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ad hoc კომიტეტში (CAHVIO) ( 2011-2009წწ).
განათლება
წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
დაცული აქვს დისერტაცია თემაზე: „დაცვის პრობლემა სისხლის სამართლის პროცესში“
გავლილი აქვს პრაქტიკა საადვოკატო ფირმა GEFFENS -ში (UK). მიღებულიაქვს მაქსპლანკის საზოგადოების სტიპენდია (2018წ) და DAAD სტიპენდია (2013წ).
გავლილი აქვს მომზადება ადამიანის უფლებათა დაცვის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, ჰუმანიტარული სამართლის და საკანონმდებლო ტექნიკის საკითხებზე ევროპის და ამერიკის ინსტიტუტებში.