ლაშა ქოჩიაშვილი

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე

2021 წლის 12  ივლისს არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1977 წლის 9 დეკემბერს ქ. ქუთაისში.

სამუშაო გამოცდილება:

2019 წლის დეკემბრიდან 2021 წლის 12 ივლისამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;

2009-2019 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე;

2008-2009 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლისა და სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში;

2008 წელს მივლინებულ იქნა ბორჯომის რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ და, იმავდროულად, დაეკისრა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება;

2007 წელს დაინიშნა საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და მოსამართლის უფლებამოსილებას მივლინების საფუძველზე ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებში;

2005-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ;

1999-2005 წლებში მუშაობდა - თერჯოლის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

განათლება:

1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.