ლევან ნემსაძე

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი

2025 წლის 15 ოქტომბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2025 წლის 4 ნოემბრიდან არის სადისციპლინო პალატის წევრი.

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1979 წლის 23 სექტემბერს

 

სამუშაო გამოცდილება

2025 წლის 17 ოქტომბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;

2023-2025 წლებში - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი;

2023 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე - სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი;

2022 წელს - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტის ხარისხის ჯგუფის უფროსი კონსულტანტი;

2019-2020 წლებში - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი;

2017-2022 წლებში - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველოს უფროსი;

2015-2017 წლებში - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხარისხის მართვისა და რეფორმების სამმართველოს უფროსი;

2013-2015 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის საორგანიზაციო საკითხებში;

2012-2013 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბიუროს უფროსი;

2011-2012 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სექტორის უფროსი;

2009-2011 წლებში -  მცხეთის რაიონული სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი;

2008-2009 წლებში - მცხეთის რაიონული სასამართლოს მანდატური.

განათლება

2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

2009 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა;

2023 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო  გამოცდა;

2024 წლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი.