2025 წლის 15 ოქტომბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1987 წლის 24 აპრილს.
სამუშაო გამოცდილება
2025 წლის 17 ოქტომბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
2025 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე და დაკისრებული ჰქონდა ამავე კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილება;
2022-2025 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
2022 წლის იანვრიდან ნოემბრამდე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე;
2021-2022 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლის საქმეთა მოსამართლე;
2020-2021 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე;
2016-2019 წლებში - ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი;
2012-2016 წლებში - საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამანტის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს გ.მ.ს. გამომძიებელი, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს გ.მ.ს. გამომძიებელი;
2011-2012 წლებში - საქართველოს პროკურატურის სტაჟიორი.
განათლება
2004 წელს დაამთავრა გრ. კობახიძის სახელობის N 5 გიმნაზია;
2008 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართლამცოდნეობის სპეციალობით;
2009 წელს გაიარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;
2014 წელს წარჩინებით დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
2010-2011 წლებში გაიარა პრაქტიკა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში;
2011 წელს გაიარა პროფესიული პრაქტიკა საქართველოს პროკურატურის იუსტიციის სასწავლო ცენტრში;
2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სხვა პროფესიული აქტივობები:
2014 წლის აპრილში მონაწილეობდა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის თავისებურებანი;
2014 წლის სექტემბერში მონაწილეობდა ქ. სტრასბურგში ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ - ევროპის საბჭოს კონვენციის - „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ" ხელშემკვრელი მხარეების მე-6 საერთაშორისო კონფერენციაში.
ასევე, სხვადასხვა წელს აქტიურად მონაწილეობდა ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და სემინარებში.
უცხო ენები: ინგლისური, რუსული.