ნიკოლოზ მარსაგიშვილი

თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

2025 წლის 13 ივნისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ - ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე;

2025 წლის 18 ივლისიდან  არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს  სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1974 წლის 16 ივნისს, . თბილისში.

სამუშაო გამოცდილება

2024 წლის 24 მარტს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად მეორე ვადით;

2020 წლის 30 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად;

2020 წლის მარტიდან  არის  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;

2019-2020 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე;

2019 წლის მაისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. თანამდებობაზე დანიშნულია უვადოდ კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე;

2008-2019 წლებში - გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე;

2007-2008 წლებში - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი;

2006-2007 წლებში - მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი;

2005-2006 წლებში - დუშეთის რაიონული პროკურორი;

2005 წელს - მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი;

2003-2004 წლებში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი, ხოლო 2004-2005 წლებში -უფროსი გამომძიებელი;

1999-2003 წლებში - დუშეთის რაიონული პროკურატურის გამომძიებელი.

განათლება

1991 წელს დაამთავრა დაბა კოჩუბეის (დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა) საშუალო სკოლა;

1997 წელს - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.