ქეთევან ცინცაძე

ადმინისტრაციული საქმეთა პალატის მოსამართლე

2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1988 წლის 5 სექტემბერს, ქ. თბილისში.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

განათლება:

2005 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლა.
2005-2009 წლებში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით/გრანტით სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტი დაამთავრა წარჩინებით და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2009-2011 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტი დაამთავრა წარჩინებით და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2013 წლიდან - 2019 წლამდე იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი; 2019 წლიდან არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსისტეტის დოქტორანტი.
2014 წელს გერმანიაში, ქ.ფრანკფურტში, ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში გაიარა სასწავლო კურსი სახელწოდებით „სამართალი თანამედროვე საზოგადოებაში - ფუნდამენტური, საერთაშორისო და ინტერდისციპლინარული ასპექტები“.
2013 წელს სწავლობდა გერმანიაში, ქ. დიუსელდორფში, ჰაინრიხ ჰაინეს საერთაშორისო ურთიერთობის (კომუნიკაციის) ინსტიტუტში (Institute for Internationale Kommunikation (IIK)).
ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის, ადვოკატთა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები.

პროფესიული და აკადემიური საქმიანობა:

2025 წლის ოქტომბრიდან ღია კონკურსის საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, 4 წლის ვადით დაიკავა  ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა, ხოლო 2017 წლის სექტემბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე ამავე ფაკულტეტზე ეკავა ასისტენტის აკადემიური თანამდებობა. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია ქართულ და ინგლისურ ენაზე, როგორც ქართულ, ისე უცხოურ ჟურნალებში (მათ შორის, European Scientific Journal).
2022 წლის სექტემბრიდან არჩეულია ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) და ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) წევრად, საქართველოს წარმომადგენლად. 2024 წლიდან ამავე ორგანიზაციების (CCJE;CEPEJ) ბიუროს მიერ არჩეულია სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის წევრად.  
2020 წლის 31 ოქტომბრიდან არის საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი.
2020 წლის ივნისიდან არის ევროპის საბჭოს პროგრამა  „HELP” - ის (Human Rights Education for Legal Professionals) სერტიფიცირებული ტრენერი.
2017 წლის 20 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე, 5 წლის ვადით. აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა 2019 წლის 12 დეკემბრამდე.
2017 წლის 28 ივნისიდან - 2017 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი მხარდაჭერის ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს მწერალი თანაშემწე.
2011-2017 წლებში იკავებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობას.
2009-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის სამდივნოში რეფერენტის თანამდებობაზე.

სხვა პროფესიული აქტივობები:

2012 წელს მონაწილეობდა „ფრანკფურტის საინვესტიციო საარბიტრაჟო იმიტირებულ პროცესებში“ (Frankfurt Investment Arbitration Moot) და იმყოფებოდა გერმანიაში, ქ. ფრანკფურტში, ფრანკფურტის საარბიტრაჟო ცენტრში. ასევე სხვადასხვა წლებში აქტიურად მონაწილეობდა ევროპის მულტიდისციპლინურ ფორუმსა და სამართლისა და ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმებში, საჯარო და კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციებში.
2010 წელს მონაწილეობდა „უცხოური პირდაპირი ინვესტიციების იმიტირებულ სასამართლო პროცესებში“ (Foreign Direct Investment Moot Court Competition) და იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მალიბუში პეპერდინის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.
2007-2017 წლებში მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო პროექტში და ტრენინგში, მათ შორის, 2007 წელს გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლის 6 თვიანი ინტენსიური სასწავლო კურსი. სხვადასხვა სტატუსით არაერთგზის მიიღო მონაწილეობა „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში“.

უცხო ენები:

ინგლისური, გერმანული, რუსული