8 ნოემბერი წმინდა ილია მართლის ხსენების დღეა, მას დაბადებიდან 188 წელი უსრულდება

გამოქვეყნების თარიღი: 2025-11-08

8 ნოემბერი წმინდა ილია მართლის ხსენების დღეა, მას დაბადებიდან 188 წელი უსრულდება.

,,წმინდაა იგი, ვისაც ეღირსა მამულისათვის თავის დადება! ნეტა იმ ვაჟკაცს, ნეტა იმ გმირსა, ის თავის ხალხში აღარ მოკვდება.”

ამ სტრიქონების ავტორმა, ქართველთა გენის უნივერსალური ნიჭის გამოვლინებამ, დიდმა ილია ჭავჭავაძემ, თვით უჩვენა ცხადი და საოცარი თავდადების მაგალითი თავის საყვარელ ქვეყანას. სამშობლოსადმი შეწირული გულითა და სიყვარულით სამუდამოდ დაიდგა ერის მამის, მისი გონისა და სულის მალამოს შარავანდედი!

,,მამული, ენა, სარწმუნოება " - ილიასეული ტრიადა, მისი დანატოვარი, გზამკვლევივით თაობიდან თაობას გადაეცემა რწმენით, სიყვარულითდიდი იმედით და უნათებს ჩვენს ერს გზას და მომავალს. 8 ნოემბერს დიდი ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ბედნიერია ერი, რომლის წინამძღოლი თავისი უნივერსალური  პიროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებით ასე ახლოს დგას აწმყოსთან და გრძნობს თანამედროვე გამოწვევებს. თითოეულ ქართველს, საქართველოს შვილსა და მოამაგეს,  ყველა მოქალაქეს ვულოცავთ გამოჩენილი მოღვაწის იუბილესარასოდეს დაგვვიწყებოდეს ილიასეული ქვეყნის ხსნისა და გადარჩენის გზა, მისი ისტორიული და ეროვნული მისია მსოფლიოს  ხალხთა თანამეგობრობაში.


ბოლო სიახლეები

მილოცვა

2026-08-24

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2026 წლის 15 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.

2026-07-14

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელი ეწვია

მიმდინარე წლის 8 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს

2026-07-08

იხილეთ სრულად