გამოქვეყნების თარიღი: 2026-06-18
მიმდინარე წლის 18 ივნისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატების მონაწილეობით მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს დისტანციური სასამართლო სხდომების პრაქტიკა და სასამართლოსთვის შუამდგომლობის დანართის ელექტრონული ფორმით მიწოდების საკითხები, აგრეთვე, მხარეებმა იმსჯელეს ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ციფრული ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მართლმსაჯულების ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდაში.
მიმდინარე წლის 8 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს
2026-07-08
იხილეთ სრულადსაქართველოს უზენაესი სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ბატონი გიორგი გ
2026-07-08
იხილეთ სრულადმიმდინარე წლის 3 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, ლევან თევზაძემ
2026-07-03
იხილეთ სრულად