მილოცვა

გამოქვეყნების თარიღი: 2024-05-15

პატივცემულო მოსამართლეებო, თითოეულ თქვენგანს გულითადად გილოცავთ მოსამართლის დღეს, 15 მაისს! უკვე არაერთი წელია, რაც ეს თარიღი სიამაყითა და მაღალი პასუხისმგებლობით გვაერთიანებს კოლეგებს ჩვენი გამორჩეული პროფესიის გარშემო. მინდა, გისურვოთ წარმატებული სამოსამართლო საქმიანობა კანონის უზენაესობის პრინციპებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების ინტერესების საკეთილდღეოდ.

სამოსამართლო საქმიანობა ადამიანის უფლებათა  დაცვასა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებას ემსახურება, რაც ჩვენს პროფესიას ძალზედ საპასუხისმგებლო და ქართული სახელმწიფოებრიობისთვის მეტად მნიშვნელოვან ფუნქციას სძენს.

ქართულმა მართლმსაჯულებამ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე მნიშვნელოვანი წარმატებული რეფორმებითა და გამოწვევებით დატვირთული არაერთი წელი განვლო. თითოეული ჩვენგანი არის ამ პროცესის უშუალო მონაწილე და ერთსულოვანი იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რაც არის სასამართლო სისტემის შემდგომი განვითარება და გაძლიერება.

მჯერა, რომ პროფესიისადმი უდიდესი სიყვარული, ერთიანი ძალისხმევა, კანონის მიმართ ერთგულება და სამართლიანობის პრინციპის განუხრელი დაცვა იქნება არაერთი გამოწვევის ღირსეულად დაძლევისა და ქართული მართლმსაჯულების წარმატებული ფუნქციონირების გარანტი.

მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს დაუღალავი შრომისა და პროფესიული შემართებისათვის!

 

ნინო ქადაგიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე


ბოლო სიახლეები

ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

2025 წლის 17-19 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თა

2025-06-23

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს   უზენაეს   სასამართლოში   2025   წლის   16 ივნისს, 12:00

2025-06-12

იხილეთ სრულად
ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრად ქეთევან ცინცაძე აირჩიეს

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო ჯგუფის წევრად 2025 წლიდან, ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნიდან 9

2025-06-10

იხილეთ სრულად