საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენცია

გამოქვეყნების თარიღი: 2024-03-15

2024 წლის 15 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა.

ადმინისტრაციულმა კომიტეტმა 2024 წლის 15 მარტის სხდომაზე დაამტკიცა:

- საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციის ჩატარების თარიღი - 2024 წლის 24 მარტი (მოსამართლეთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე, ხოლო კონფერენცია გაიხსნება 11:00 საათზე), ადგილი - იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მის.: თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა №19;

-  საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციის დღის წესრიგი;

-  საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემადგენლობა;

-  საარჩევნო ბიულეტენების და ოქმების ნიმუშები.

კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭვირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე 1 დღით ადრე (23 მარტის, 18:00 საათამდე) წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურა.

აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6.

 საკონტაქტო პირი: სალომე ზაქაშვილი

599 861 917

szaqashvili@gmail.com

საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციის დღის წესრიგი;

სადისციპლინო კოლეგიის წარდგინების პროექტი;


ბოლო სიახლეები

სამძიმარი

საქართველოს უზენაესი სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის

2025-08-26

იხილეთ სრულად
მილოცვა

2025-08-24

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 18 ივლისს, 14:30 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.

2025-07-17

იხილეთ სრულად