საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ითარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები

გამოქვეყნების თარიღი: 2024-04-04

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ორი გადაწყვეტილება: 2024 წლის 21 მარტის   გადაწყვეტილება  ქაძანაია საქართველოს წინააღმდეგ (CASE OF KADZANAIA v. GEORGIA (no. 27178/21)  და 2023 წლის  19 დეკემბერის გადაწყვეტილება ო.ჯ. და ჯ.ო. საქართველოს და რუსეთის წინააღმდეგ O.J. AND J.O. v. GEORGIA AND RUSSIA (no. 42126/15 და 42127/15).

სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილებაში საქმეზე ქაძანაია საქართველოს წინააღმდეგ სამართლიანი განხილვის უფლებისა (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი) და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი) დარღვევა დაადგინა.

ო.ჯ. და ჯ.ო. საქართველოს და რუსეთის წინააღმდეგ განაცხადი ეხება იმ სისხლის სამართლის პროცესის გაჭიანურებულ ვადებს, რომელშიც მომჩივანი სამოქალაქო მხარედ ცნეს და ასევე ხანგრძლივი სამართალწარმოების საჩივართან დაკავშირებით დაცვის ეფექტური საშუალებების არარსებობას. აღნიშნულ საქმეში სასამართლომ გაუმართლებლად მიიჩნია სამართალწარმოების ხანგრძლივობა (21 წელი და 5 დღე) და ამასთან დაადგინა, რომ მომჩივანს არ გააჩნდა დაცვის ეფექტური საშუალებები. სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პარაგრაფები რუსეთის ფედერაციის მიერ, თუმცა  საქართველოს მიმართ დარღვევა არ დადგინდა.


ბოლო სიახლეები

მილოცვა

2026-08-24

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2026 წლის 15 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.

2026-07-14

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელი ეწვია

მიმდინარე წლის 8 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს

2026-07-08

იხილეთ სრულად