საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდნენ

გამოქვეყნების თარიღი: 2026-01-29

მიმდინარე წლის 29 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ და დაადასტურეს მზადყოფნა მისი გაღრმავების თაობაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაწეული ძალისხმევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს იურიდიული პროფესიის განვითარებისა და საადვოკატო საქმიანობაში მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრების პროცესში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოში ეფექტიანი მართლმსაჯულების ფუნქციონირებას.

ნინო ქადაგიძემ და გიორგი მიქაუტაძემ სტუმარს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცეს და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვეს.


ბოლო სიახლეები

სრულიად საქართველოს ვულოცავთ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს თქვენო უწმინდესობავ, ჩემთვის უდიდესი პატივ

2026-05-11

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქართველოს გენერალური პროკურორი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ეწვივნენ

მიმდინარე წლის 21 აპრილს მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო

2026-04-21

იხილეთ სრულად
მილოცვა

2026-04-14

იხილეთ სრულად