გამოქვეყნების თარიღი: 2024-08-14
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი შემდეგი გადაწყვეტილებები: 1. ოღლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ N7621/19 (2024 წლის 4 ივლისი); 2. მამულაშვილი საქართველოს წინააღმდეგ N15355/15 (2024 წლის 4 ივლისი); 3. ი.ბ. საქართველოს წინააღმდეგ N4639/23 (2024 წლის 11 ივლისი); 4. შპს „ბექანასი“ საქართველოს წინააღმდეგ N28407/19 (2024 წლის 11 ივლისი).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ბექანასი” საქართველოს წინააღმდეგ ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის საფუძვლით, სახელმწიფოს მიერ მომჩივნის საკუთრების კონფისკაციას, რომელიც კლასიფიცირებული იყო, როგორც „დანაშაულის იარაღი“. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ დაადგინა დარღვევა;
გადაწყვეტილება საქმეზე ი.ბ. საქართველოს წინააღმდეგ ეხება სამოქალაქო სამართალწარმოების ხანგრძლივობას შრომითი დავის დროს. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ დაადგინა დარღვევა;
გადაწყვეტილება საქმეზე ოღლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ ეხება სახელმწიფოს სავარაუდო წარუმატებლობას, რომ დაეცვა მომჩივნის ქალიშვილი, ოჯახში ძალადობისგან და ჩაეტარებინა ეფექტური გამოძიება მის სიკვდილთან დაკავშირებით. დარღვევა დადგინდა მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილით, ხოლო მე-3 და მე-13 მუხლეთან დაკავშირებით სასამართლომ განაცხადა, რომ არ არსებობს ამ მუხლებით გათვალისწინებული საჩივრების განხილვის აუცილებლობა.
გადაწყვეტილება საქმეზე მამულაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ეხება, კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობას ციხეში. აღნიშნულ საქმეზე დადგინდა დარღვევა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 4 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.
2025-11-03
იხილეთ სრულად2025 წლის 17 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული
2025-10-17
იხილეთ სრულადსაქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 17 ოქტომბერს, 15:30 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.
2025-10-16
იხილეთ სრულად