გამოქვეყნების თარიღი: 2025-10-17
2025 წლის 17 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა.
ადმინისტრაციულმა კომიტეტმა 2025 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე დაამტკიცა:
- საქართველოს მოსამართლეთა XXXVI რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების თარიღი - 2025 წლის 25 ოქტომბერი (მოსამართლეთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე, ხოლო კონფერენცია გაიხსნება 11:00 საათზე), ადგილი - იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მის.: თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა №19;
- საქართველოს მოსამართლეთა XXXVI რიგგარეშე კონფერენციის დღის წესრიგი;
- საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემადგენლობა;
- საარჩევნო ბიულეტენების და ოქმების ნიმუშები.
კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭვირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე 1 დღით ადრე (24 ოქტომბრის, 18:00 საათამდე) წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურა.
აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს.
საკონტაქტო პირი: სალომე ზაქაშვილი
599 86 19 17
szaqashvili@gmail.com
საქართველოს მოსამართლეთა XXXVI რიგგარეშე კონფერენციის დღის წესრიგი;
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 17 ოქტომბერს, 15:30 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.
2025-10-16
იხილეთ სრულად2025 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული
2025-09-22
იხილეთ სრულადსაქართველოს უზენაესი სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის
2025-08-26
იხილეთ სრულად