საქართველოს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმის ვიზიტორთა შესახებ ინფორმაცია

გამოქვეყნების თარიღი: 2023-07-05

საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და მართლმსაჯულების მუზეუმში  ექსკურსიები 2023 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს 504 სტუმარი ეწვია, რომელთა შორისაც სჭარბობდნენ საჯარო სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან. ამასთანავე, სტუდენტთა მონაწილეობით 15 იმიტირებული პროცესი გაიმართა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა - გოჩა აბუსერიძემ, ლევან თევზაძემ, მერაბ გაბინაშვილმა, ვლადიმერ კაკაბაძემ, თამარ ოქროპირიძემ, თეა ძიმისტარაშვილმა, ეკატერინე გასიტაშვილმა, ზურაბ ძლიერიშვილმა, თამარ ზამბახიძემ ,,მოსამართლესთან შეხვედრის“ ფორმატში  შეხვედრები გამართეს  სტუდენტებსა და საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, კერძოდ, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თსუ-ს პოლიტიკური განათლების სკოლის, ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და  თბილისის 86-ე, 45-ე, 50-ე საჯარო სკოლების, კერძო სკოლა ,,ოპიზას“, იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის, დუშეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, აგრეთვე,  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ლეგისის“ წევრებთან. დისკუსია მოსამართლეებთან აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ამავე პერიოდში  საქართველოს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმს სტუმრობდნენ საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები. მათ შორის, მიმდინარე წლის 22 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ, თამარ ზამბახიძემ შეხვედრა გამართა ყაზახეთის დელეგაციის წევრებთან,  ასტანას საერთაშორისო ფინანსური და საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრების საქმეთა მართვის დეპარტამენტის მმართველ დირექტორ ალმათ იგენბაევსა  და ამავე დეპარტამენტის უფროს მრჩეველ  ადილბეკ კაზიევთან. მოსამართლე თამარ ზამბახიძემ  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დელეგაციის წევრებს საქართველოში ბიზნეს-დავების განხილვის წესისა და პრაქტიკის შესახებ, დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მეთოდების, მედიაციისა  და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების  საკითხებზე.


ბოლო სიახლეები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს   უზენაეს   სასამართლოში   2025   წლის   16 ივნისს, 12:00

2025-06-12

იხილეთ სრულად
ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრად ქეთევან ცინცაძე აირჩიეს

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო ჯგუფის წევრად 2025 წლიდან, ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნიდან 9

2025-06-10

იხილეთ სრულად
მილოცვა

2025-05-31

იხილეთ სრულად