გამოქვეყნების თარიღი: 2023-02-15
2023 წლის 12-14 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ქ. ბაქოში, სადაც მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 100 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში.
საიუბილეო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მაღალი თანამდებობის პირებმა და სხვადასხვა ქვეყნის უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებმა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, რამიზ რზაევთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მჭიდრო კეთილმეზობლურ ურთიერთობასა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი რევაზ საყვარელიძე.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2026 წლის 24 მარტს, 11:30 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.
2026-03-24
იხილეთ სრულადუდიდესი დანაკარგის მომსწრეა ჩვენი სამშობლო! სიტყვებიც კი უძლურია იმ დიდი ტკივილისა და მწუხარების წინაშე, რომელსაც სრულია
2026-03-18
იხილეთ სრულად