გამოქვეყნების თარიღი: 2025-11-17
მიმდინარე წლის 17 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე შეხვდნენ სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს, სრბუჰი გალიანს. შეხვედრას ესწრებოდნენ: სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილე - ოქსანნა აბრაჰამიანი და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მრჩეველი - ნერსეს ზეინალიანი.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთის მართლმსაჯულების სისტემები და განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები.
დამატებით მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობასა და დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე.
შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2026 წლის 24 მარტს, 11:30 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.
2026-03-24
იხილეთ სრულადუდიდესი დანაკარგის მომსწრეა ჩვენი სამშობლო! სიტყვებიც კი უძლურია იმ დიდი ტკივილისა და მწუხარების წინაშე, რომელსაც სრულია
2026-03-18
იხილეთ სრულად