სამძიმარი

გამოქვეყნების თარიღი: 2026-03-18

უდიდესი დანაკარგის მომსწრეა ჩვენი სამშობლო! სიტყვებიც კი უძლურია იმ დიდი ტკივილისა და მწუხარების წინაშე, რომელსაც სრულიად საქართველო და თითოელი მისი შვილი განიცდის. დაგვტოვა  ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ილია მეორემ.

ფასდაუდებელია კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლი და ამაგი ჩვენი სამშობლოსა და ერის წინაშე.  ის იყო ეპოქალური ადამიანი, საქართველოს დიდი სულიერი წინამძღოლი, მისი მეოხი და მისთვის დამაშვრალი ლოცვითა და უდიდესი საქვეყნო მნიშვნელობის საქმეებით, თანამედროვე მართლმადიდებლური სამყაროს გამორჩეული მანათობელი და დიდი სულიერი ძალა.

ჩვენმა უწმინდესმა მთელი სიცოცხლე დაუღალავად მიუძღვნა სულიერი ტაძრის მშენებლობას, რითაც თითოეული ჩვენგანი გაგვაერთიანა მტკიცე რწმენითა და უანგარო სიყვარულით ღვთისა და სამშობლოს წინაშე. მისი მოღვაწეობა გამორჩეულ ადგილს დაიმკვიდრებს საქართველოს ისტორიაში და  მარად დარჩება მომავალი თაობებისთვის სამაგალითო და შთამაგონებელი.

რთული იქნება მის გარეშე ამ გამოწვევებით სავსე სამყაროში გზის გაგრძელება, თუმცა, გვწამს და ნუგეშს გვაძლევს, რომ ამიერიდან გვყავს ზეციური მფარველი, დაუცხრომელი მლოცველი და მეოხი უფლის წინაშე, რომელიც კვლავაც ილოცებს ჩვენი ერისთვის ღვთაებრივი სასუფევლიდან.

უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ჩვენს დიდ  სულიერ მამას, საქართველოს უდიდეს მეოხს უფლის წინაშე და ამიერიდან მის ზეციურ მფარველს.


ბოლო სიახლეები

მუზეუმების საერთაშორისო დღე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმი უერთდება 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღის ყოველწლიურ აღნიშ

2026-05-18

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლო ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრის მონაცემებს აქვეყნებს

ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრის 2025 წლის მონაცემები. სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 2

2026-05-18

იხილეთ სრულად
მილოცვა

ძვირფასო კოლეგებო, პატივცემულო მოსამართლეებო! გილოცავთ 15 მაისს — მოსამართლის დღეს! ეს სიმბოლური თარიღი, რომელი

2026-05-15

იხილეთ სრულად