ინფორმაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმში ვიზიტის თაობაზე
  • მუზეუმში ვიზიტი მოიცავს ინფორმაციას საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმიანობის, ისტორიული შენობისა და მართლმსაჯულების მუზეუმში დაცული ექსპონატების შესახებ.
  • მუზეუმში ვიზიტის ხანგრძლივობა შეადგენს 45 წუთს და უფასოა.
  • მუზეუმში ვიზიტი შესაძლებელია ჯგუფისთვის, არაუმეტეს 25 მონაწილისა.
  • მუზეუმი მუშაობს მხოლოდ სამუშაო დღეებში.
  • მუზეუმში ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ, წინასწარ შეავსოთ ელექტრონული ფორმა.
უსაფრთხოებისა და ქცევის წესები
  • ვიზიტორებს მკაცრად მოეთხოვებათ პუნქტუალურობის დაცვა.
  • მნახველთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინასწარ წარმოდგენილ სტუმართა სიაში მითითებულ რაოდენობას.
  • ვიზიტორები უნდა გამოცხადდნენ ოფიციალური გარემოსთვის შესაფერისი ჩაცმულობით.
  • შენობაში ფოტო/ვიდეოგადაღება აკრძალულია (ნებადართულია მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილი პირის მხრიდან).
  • დამთვალიერებლებმა უნდა დაიცვან წესრიგი, რათა ხელი არ შეუშალონ სამუშაო პროცესს.
  • უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვიზიტორებს წვდომა აქვთ მხოლოდ საჯარო სივრცეებზე.
  • შენობაში გამოცხადებისას ვიზიტორებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.