„სისხლის“ ცნება-ტერმინისათვის ქართულ სამართალში
- პუბლიკაციის ტიპი
- ჟურნალის სტატია
- ჟურნალის დასახელება
- მართლმსაჯულება და კანონი
- გამოცემის წელი, ნომერი
- 2026, N 1
- ავტორ(ებ)ი
- მარიამ გოდუაძე
- გვერდები
- 28-43
- DOI
- https://doi.org/???????
საკვანძო სიტყვები სისხლის/კრიმინალური სამართალი, ბექა-აღბუღა, კორპუსული კვლევა, საპირო, სისხლის დაურვება.
მიმაგრებული ფაილი
PDF ჩამოტვირთვააბსტრაქტი
ყოველდღიურ ადმინისტრაციულ ენაში „სისხლის“ სამართლებრივ კონცეპტს თანდათანობით ენაცვლება და ადგილს ართმევს უცხო ენიდან სესხებული „კრიმინ-‘‘ ფორმანტი, მსგავსად ინგლისურისა, რომელშიც ტრადიციული − penal law თუ felony, ეტაპობრივად უკანა პლანზე გადავიდა და ადგილი დაუთმო უფრო ტექნოკრატიულ ტერმინს − criminal justice (კრიმინალურ სამართალს), როგორც ეს კორპუსულ მონაცემებშიც გამოიკვეთა. დღესდღეობით ქართულ ენაში მოხშირდა ფორმები, როგორებიცაა: „კრიმინალური სამართალი“, „კრიმინალური დეპარტამენტი“, „კრიმინალი“, „კრიმინალისტიკა“, „კრიმინალური ანალიზი“, „კრიმინალური ავტორიტეტი“, „კრიმინოგენური ვითარება“, „კრიმინალური შემთხვევა“ და სხვ.
იკვეთება საფრთხე, რომ ტერმინი „სისხლის სამართალი“ მხოლოდ კოდექსში დარჩება, პოლიციისა და პროკურატურის ერთიან სისტემაში, ადმინისტრაციულსა თუ ბიუროკრატიულ ენაში, სტანდარტიზებულ საუნივერსიტეტო პროგრამებში გზას გაიკაფავს ახალი დომინანტი − „კრიმინალური სამართალი/იურისპრუდენცია (criminal justice)“. ქართული, ტრადიციული, უძველესი ფენა კი, თანდათანობით დაიკარგება, მიუხედავად იმისა, რომ „სისხლის სამართალი“, როგორც „კულტურული წინააღმდეგობის“ უნარის მქონე ტერმინი, საქართველოში რუსული სამართლებრივი სისტემის ხანგრძლივი დომინაციის მიუხედავად, არ ჩანაცვლებულა მისი რუსული ეკვივალენტით (уголовное право).
სტატიაში გაანალიზებულია ტერმინის თვისობრიობა ქართველურ ენობრივ პლასტებში (მეგრული „ზისხერ“, სვანური „ზისხ“) და მისი განვითარება შურისძიების აქტიდან რთულ სამართლებრივ-საკომპენსაციო სისტემამდე. ბექა-აღბუღასა და ბაგრატ კურაპალატის სამართლის ძეგლებზე დაყრდნობით, ნაჩვენებია სოციალური იერარქიის გავლენა „სისხლის ფასზე“ და სასჯელის ფორმებში XI საუკუნის „ვერცხლის კრიზისით“ გამოწვეული ინფლაციური პროცესების ასახვა. ასევე, ნაშრომი განიხილავს ტერმინის იუდეურ და ბერძნულ ცივილიზაციურ მოდელებთან მიმართებას და „სისხლის“ ცნებასთან დაკავშირებული ქართული სამართლებრივი ენის ისტორიულ მეხსიერებას.*