გამოქვეყნების თარიღი: 2024-11-08
,,მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!.. მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული“. საუკუნეზე მეტია კრძალვით და რუდუნებით იმეორებს თითოეული ქართველი დიდი ილიას დატოვებულ სიტყვებს, საუკუნეზე მეტია ვფურცლავთ და ვიძირებით მისი ნაშრომების სიბრძნესა და სიღრმეში.
8 ნოემბერს დიდი ილია ჭავჭავაძის, საქართველოს უგვირგვინო მეფის, მისთვის წამებულისა და მისი გადამრჩენელის დაბადებიდან 187-ე წლისთავი აღინიშნება. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ყველა თანამემამულეს ვულოცავთ ამ დღეს. ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი დიდი სულიერი წინამძღოლი და სამართლიანი ლიდერი უბოძა შემოქმედმა. მისი თითოეული სიტყვა თაობებისთვის იქცა სამშობლოსადმი სიყვარულის მთავარ შთაგონების წყაროდ და მზის ბრწყინვალებით ანათებს სამშობლოსათვის უანგაროდ მსახურთა გულებს.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2026 წლის 5 თებერვალს, 12:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.
2026-02-04
იხილეთ სრულადმიმდინარე წლის 29 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს
2026-01-29
იხილეთ სრულადსაქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 18 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.
2025-12-17
იხილეთ სრულად