საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელი ეწვია

გამოქვეყნების თარიღი: 2026-07-08

მიმდინარე წლის 8 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელს, ანა რიჩს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მრჩეველი სალომე ქუსიკიშვილი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისსა (UNHCR) და საქართველოს საერთო სასამართლოებს შორის არსებული მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების გეგმები.

ნინო ქადაგიძემ ანა რიჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შეხვედრის დასასრულს საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელმა დაათვალიერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და გაეცნო მართლმსაჯულების მუზეუმში წარმოდგენილ მნიშვნელოვან სამართლებრივ ძეგლებს.


ბოლო სიახლეები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2026 წლის 15 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.

2026-07-14

იხილეთ სრულად
სამძიმარი

საქართველოს უზენაესი სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ბატონი გიორგი გ

2026-07-08

იხილეთ სრულად
საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის - „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზი“ პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 3 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, ლევან თევზაძემ

2026-07-03

იხილეთ სრულად