საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

ბაგრატ კურაპალატის სამართალი

გამოქვეყნების თარიღი: 2023-11-10

ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ისტორია სამართლის კულტურის ფორმირების ისტორიაა ამავდროულად, რადგან სახელმწიფო და სამართალი, მართლმსაჯულება, ზოგადად, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არ არსებობს. სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით, საქართველოს თვალსაჩინო საგანძური გააჩნია ქართული სამართლის, როგორც საერო, ისე სასულიერო ძეგლების სახით. ამ ძეგლების ორიგინალები (დედნები) საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ინსტიტუტში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართულებებს ადათობრივი (დაუწერელი) სამართალი აწესრიგებდა. ჯერ კიდევ ქრისტიანობის ადრეულ ეტაპზე საქართველოში მოქმედებდა ძველი აღთქმის ,,სჯული“, ე.წ., მოსეს სამართალი და ბიზანტიური საეკლესიო კანონმდებლობა, რომელიც საფუძლიანი გადამუშავების შემდეგ  კარგად მოერგო ქართულ რეალურ ყოფას. როგორც აღვნიშნეთ ქართული სამართლის ძეგლები საეკლესიო და საერო კატეგორიებადაა დაყოფილი. სამართლის წიგნთაგან უძველესია ბაგრატ კურაპალატის XI საუკუნის კრებული, რომელიც გვიანდელი, XVIII საუკუნის, ხელნაწერით შემოგვრჩა.

ძეგლი შესულია ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში. კანონები დართულია ბექასა და აღბუღას სამართლის წიგნზე, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუ რომელ ბაგრატს ეკუთვნის სამართლის წიგნთა კრებული. მიჩნეულია, რომ იგი ერთიანი საქართველოს მეფემ ბაგრატ IV-მ (1027-1072 წწ.) შეადგინა.

ბაგრატ კურაპალატის სამართალი საქართველოს გაერთიანების ხანის სჯულდებაა. მასში ასახულია განვითარებული ფეოდალური საზოგადოების ურთიერთობები. ძეგლი უმთავრესად სისხლის სამართლებრივ ნორმებს შეიცავს. დანაშაულთა სახეებიდან აღსანიშნავია მკვლელობა, სხეულის დაზიანება, შეურაცხყოფა, ცილისწამება, გაძარცვა, ქურდობა. სასჯელთა სახეებიდან — სიკვდილით დასჯა, დასახიჩრება („თუალთა დაწუა“), დატუსაღება („ჴელთა შეპყრობა“), დამნაშავის გადაცემა დაზარალებულისათვის („ჴელთა მიცემა“), ფიზიკურ სასჯელთან ერთად გათვალისწინებულია ქონებრივი სასჯელიც („სისხლი“ (საზღაურის ოდენობა ფულადი სახით დაზარალებულის სოციალური-წოდებრივი მდგომარეობის და დანაშაულის სიმძიმით განისაზღვრებოდა. მისი გადახდა პირუტყვით, სხვადასხვანაირი ნივთეულობითა და ყმა-მამულითაც შეიძლებოდა)  ან ჭრილობის საზღაური — გერში (საზღაურის ოდენობა დგინდებოდა ჭრილობის ხარისხისა და დაზარალებულის „სისხლის“ მიხედვით)). მტკიცებულებს შორის განიხილება ფიცი.

ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნის მიხედვით, მეფეთ-მეფე ბაგრატ კურაპალატი იწვევს ეპისკოპოსებს, დიდებულებს, აზნაურებს, „ჭკვიან კაცებს“ და ადგენს კანონებს. სამართალწარმოების ძეგლი გამორჩეულია იმითაც, რომ განმარტავს თუ როგორი უნდა იყოს ბჭე, მოსამართლე: იგი უნდა იყოს ღვთის მოშიში, მიუდგომელი, უქრთამო. ასეთი მოსამართლე კი, მე-100 მუხლის მიხედვით, შეიძლება იყოს მოძღვარი. მაშინდელი ენით რომ ვთქვათ სწავლული, მეფესთან დაახლოებული პირი ან დიდი ვაჭარი, ან სოფლის მამასახლისი

ბაგრტ კურაპალატის სამართალი უძველესი მნიშვნელოვანი ძეგლია, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა შემდგომი პერიოდის კანონმდებლობის განვითარებაზე.

(წყარო: დოლიძე ი., ქართული სამართლის ძეგლები, თბილისი, 1963, 464-478; სურგულაძე ივ., ქართული სამართლის ისტორიის წყაროები, თბილისი, 1984, გვ. 81)


ბოლო სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 15 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმ

2024-07-15

იხილეთ სრულად
ქედხუდა

ქედხუდების ინსტიტუტი მოქმედებდა აღმოსავლეთ საქართველოში XVIII საუკუნის მეორე ნახევარში.     მათ ჰქონდათ შ

2024-07-15

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის პირველ ივლისს, 13:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა.&n

2024-06-30

იხილეთ სრულად