ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

გამოქვეყნების თარიღი: 2025-06-23

2025 წლის 17-19 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. ბაქოში, სადაც მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მართლმსაჯულების სამართლებრივი საბჭოს 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში.

საერთაშორისო კონფერენციის თემას წარმოადგენდა „გლობალური გამოწვევები და თანამედროვე საერთაშორისო მიდგომები მართლმსაჯულების ადმინისტრირების პროცესში“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის უზენაესი სასამართლოებისა და მართლმსაჯულების საბჭოების თავმჯდომარეები.

ღონისძიების ფარგლებში ნინო ქადაგიძემ სიტყვით მიმართა მონაწილეებს, აზერბაიჯანულ მხარეს მიულოცა მართლმსაჯულების სამართლებრივი საბჭოს საიუბილეო თარიღი, ასევე, მან ისაუბრა სასამართლო სისტემების დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის პროცესში მართლმსაჯულების საბჭოების განსაკუთრებულ როლსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, ინამ იმდად ქარიმოვთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მართლმსაჯულების სფეროში  არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში გამართულ შეხვედრაში, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძემ და საქართველოს დესპანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, მაია თაბაგარმა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი მიქაუტაძემ  „საპატიო ხეივანი“  მოინახულეს და პატივი მიაგეს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას.


ბოლო სიახლეები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს   უზენაეს   სასამართლოში   2025   წლის   16 ივნისს, 12:00

2025-06-12

იხილეთ სრულად
ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრად ქეთევან ცინცაძე აირჩიეს

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო ჯგუფის წევრად 2025 წლიდან, ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნიდან 9

2025-06-10

იხილეთ სრულად
მილოცვა

2025-05-31

იხილეთ სრულად