გამოქვეყნების თარიღი: 2023-01-25
მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) სამდივნოს ორგანიზებით, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მართლმსაჯულების რეფორმის შედეგების უკეთ შეფასების მხარდაჭერა“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 24 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, CEPEJ-ს სამდივნოს წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
CEPEJ-ს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ქრისტელ შურერი, CEPEJ-მდივნის მოადგილე და CEPEJ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ექსპერტი გეორგ სტავა. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიაში საქართველოს წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძე და მასში მონაწილეობას იღებდნენ CEPEJ-ს ყოველწლიური კითხვარის შევსებაში ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კითხვარის შევსებაზე და მონაცემთა შეგროვება/დამუშავებაზე ექსპერტული მხარდაჭერა და ამ პროცესში ჩართული ყველა უწყებისთვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში ვიზიტის ფარგლებში, CEPEJ-ს წარმომადგენლებს შეხვდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე. შეხვედრაზე განხილულ იქნა CEPEJ-თან შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.
2025 წლის 17-19 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თა
2025-06-23
იხილეთ სრულადსაქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 16 ივნისს, 12:00
2025-06-12
იხილეთ სრულადევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო ჯგუფის წევრად 2025 წლიდან, ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნიდან 9
2025-06-10
იხილეთ სრულად