გამოქვეყნების თარიღი: 2024-03-21
მიმდინარე წლის 15 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანისა და საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მონაწილეობით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა.
მმართველმა კომიტეტმა მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები მიმოიხილა და სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ იმსჯელა.
მმართველი კომიტეტის შეხვედრაში, სამართლის დარგების შესაბამისად, მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა, ადვოკატებმა და პროკურორებმა, რომელთაც სამართალწარმოების პროცესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2026 წლის 15 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.
2026-07-14
იხილეთ სრულადმიმდინარე წლის 8 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს
2026-07-08
იხილეთ სრულად