გამოქვეყნების თარიღი: 2026-05-15
ძვირფასო კოლეგებო, პატივცემულო მოსამართლეებო!
გილოცავთ 15 მაისს — მოსამართლის დღეს! ეს სიმბოლური თარიღი, რომელიც უკვე ტრადიციულად გვაერთიანებს პროფესიისადმი ურყევი ერთგულებითა და პატივისცემით, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მოსამართლის მაღალ პროფესიულ დანიშნულებას, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აკისრია სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მეტად საპასუხისმგებლო საქმეში.
გისურვებთ, წარმატებულ სამოსამართლო საქმიანობას, პროფესიულ წინსვლასა და სიმტკიცეს. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, კანონის უზენაესობის, მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების განუხრელი დაცვით მომავალშიც კვლავ წარმატებით გაგრძელდება ქართული მართლმსაჯულების შემდგომი განვითარება და გაძლიერება.
კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს გაწეული შრომისა და პროფესიული შემართებისთვის.
ნინო ქადაგიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს თქვენო უწმინდესობავ, ჩემთვის უდიდესი პატივ
2026-05-11
იხილეთ სრულადმიმდინარე წლის 21 აპრილს მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო
2026-04-21
იხილეთ სრულად