გამოქვეყნების თარიღი: 2023-04-07
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის 6 აპრილს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს საქართველოში სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მყოფ მოლდოვის რესპუბლიკის ფემიციდის ეროვნული კომისიის დელეგაციის წევრებთან.
შეხვედრაზე დელეგაციის წევრები გაეცნენ უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ფუნქციებსა და მის საქმიანობას, აგრეთვე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებში საერთაშორისო სტანდარტების ასახვის პრაქტიკას. დამატებით, საუბარი შეეხო ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW) კომიტეტისა და ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) მიერ გაცემული რეკომენდაციების ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის საკითხს. სტუმრებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია საერთო სასამართლოებში ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვისა და დამუშავების მეთოდოლოგიის თაობაზე.
შეხვედრა წარიმართა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის გამოცდილება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი.
მიმდინარე წლის 13 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოსამართლეთა დელეგაცია, რომელსაც
2025-03-13
იხილეთ სრულადსაქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 11 თებერვალს, 17:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.
2025-02-10
იხილეთ სრულად