გამოქვეყნების თარიღი: 2026-05-18
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმი უერთდება 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღის ყოველწლიურ აღნიშვნას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმი უკვე 10 წელზე მეტია ტრადიციულად მასპინძლობს ასეულობით მნახველს, რომელთა შორის მრავლად არიან სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო მოხელეები და უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტები. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ მართლმსაჯულების მუზეუმის ყველაზე ხშირად სტუმრობენ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიულ შენობასა და მართლმსაჯულების მუზეუმში ინფორმაციული ტურის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დაათვალიერონ საქართველოში სამართლის განვითარებასთან დაკავშირებული სამართლის ძეგლების ექსპონატები და მიიღონ ინფორმაცია სასამართლო სისტემის საქმიანობის თაობაზე.
მართლმსაჯულების მუზეუმი დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ელის ქართული მართლმსაჯულების ისტორიით დაინტერესებულ სტუმრებს, რომელთა სამახსოვრო ჩანაწერებიც ტრადიციულად აღიბეჭდება მუზეუმის შთაბეჭდილებათა წიგნში.
მართლმსაჯულების მუზეუმში ვიზიტის დასაჯავშნათ, გთხოვთ, წინასწარ შეავსოთ ელექტრონულად განაცხადი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2026 წლის 15 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.
2026-07-14
იხილეთ სრულადმიმდინარე წლის 8 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს
2026-07-08
იხილეთ სრულად