„ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის“ პრეზენტაცია

გამოქვეყნების თარიღი: 2023-11-17

მიმდინარე წლის 16 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში მასშტაბური პროექტის - ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის გახსნითი ღონისძიება გაიმართა.  აღნიშნული პროექტის ინიციატივა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ეკუთვნის და ხორციელდება საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს პროკურატურის ჩართულობით.

ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ; ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა; საქართველოს გენერალურმა პროკურორმა - ირაკლი შოთაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში - რობინ დანიგანმა.

„ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი“ აღნიშნული მასშტაბით საქართველოში წელს პირველად ტარდება და მიზნად ისახავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. პროექტი სტუდენტებს დაეხმარება გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და საპროცესო უნარ-ჩვევები.


ბოლო სიახლეები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 18 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.

2025-12-17

იხილეთ სრულად
ფიცი და „მოფიცრობა“

„ფიცი“ და „მოფიცრობა“ ძალიან ძველი, ადათობრივი სამართლის ერთ-ერთი ინსტიტუტია. როგორც დამამტკიცებ

2025-12-15

იხილეთ სრულად
მილოცვა

2025-12-10

იხილეთ სრულად