საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქართველოს გენერალური პროკურორი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ეწვივნენ

გამოქვეყნების თარიღი: 2026-04-21

მიმდინარე წლის 21 აპრილს მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძესა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ; საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ფურელიანმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, სალომე ტყეშელაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე, რაც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის შემდგომ განვითარებას.

შეხვედრის დასასრულს სტუმრები ეწვივნენ მართლმსაჯულების მუზეუმს, სადაც განთავსებულია საქართველოში სამართლის განვითარებასთან ისტორიულად დაკავშირებული ნივთები და ატრიბუტები.


ბოლო სიახლეები

სრულიად საქართველოს ვულოცავთ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს თქვენო უწმინდესობავ, ჩემთვის უდიდესი პატივ

2026-05-11

იხილეთ სრულად
მილოცვა

2026-04-14

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2026 წლის 24 მარტს, 11:30 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.

2026-03-24

იხილეთ სრულად