სრულიად საქართველოს ვულოცავთ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას

გამოქვეყნების თარიღი: 2026-05-11

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს

თქვენო უწმინდესობავ,

ჩემთვის უდიდესი პატივია გულითად მოგილოცოთ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა. უფლის ნებით თქვენზე დაკისრებული ეს მაღალი მსახურება დიდ  პასუხისმგებლობასთან ერთად არის განსაკუთრებული  მისია ერის წინაშე. დარწმუნებული ვარ, თქვენი სიბრძნითა და სულიერი ძალით შეძლებთ ამ მაღალი მსახურების ღირსეულად აღსრულებას.

ვუსურვებ თქვენს უწმინდესობას ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და ღვთის მადლით აღსავსე მრავალწლოვან მსახურებას. დაე, თქვენი პატრიარქობა იქცეს მშვიდობის, ერთობისა და სიყვარულის განმტკიცების საფუძვლად, ხოლო თქვენი სულიერი წინამძღოლობა - კეთილდღეობისა და სულიერი აღორძინების გზის გაგრძელებად ჩვენი ერისთვის.

უფალმა მრავალჟამიერ დაგიცვათ და გაგაძლიეროთ თქვენს წმინდა მსახურებაში.

 

უდიდესი პატივისცემით,

ნინო ქადაგიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე


ბოლო სიახლეები

საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქართველოს გენერალური პროკურორი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ეწვივნენ

მიმდინარე წლის 21 აპრილს მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო

2026-04-21

იხილეთ სრულად
მილოცვა

2026-04-14

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2026 წლის 24 მარტს, 11:30 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.

2026-03-24

იხილეთ სრულად