გამოქვეყნების თარიღი: 2023-09-26
მიმდინარე წლის 25 სექტემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიაში საქართველოს წარმომადგენელი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძე, სასამართლოს მენეჯერი აკაკი მაისურაძე და სასამართლოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, შეეხებოდა მომხმარებელზე ორიენტირებული სასამართლო მენეჯმენტის მოდერნიზაციის, ეფექტიანობისა და ხარისხის გაუმჯობესების საკითხებს.
სამუშაო შეხვედრაზე მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) ექსპერტებმა: ივან კრანჩეკმა, ჟოაო ოლივეირამ და პაველ ვრეზიჩიმ წარმოადგინეს თავიანთი ხედვა და რეკომენდაციები სასამართლოს საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შემდგომი დაახლოების მიმართულებით. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ასევე CEPEJ-სთან თანამშრომლობის პროექტის კოორდინატორი საქართველოში, იოვანა მეტიჩი და პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციის ხელშეწყობა საქართველოში“ უფროსი ოფიცერი უშანგი ბახტაძე.
სასამართლოს წარმომადგენლებთან გაფართოებული შეხვედრის გამართვამდე, ექსპერტები მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ. მან შემდგომი ინტენსიური თანამშრომლობის თაობაზე სრული მზადყოფნა გამოხატა.
2025 წლის 17-19 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თა
2025-06-23
იხილეთ სრულადსაქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 16 ივნისს, 12:00
2025-06-12
იხილეთ სრულადევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო ჯგუფის წევრად 2025 წლიდან, ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნიდან 9
2025-06-10
იხილეთ სრულად