გამოქვეყნების თარიღი: 2024-12-09
მიმდინარე წლის 9 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან ერთად შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ინამ ქარიმოვი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი.
აზერბაიჯანული მხარის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ქვეყნებს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავება, მართლმსაჯულების სფეროში ინსტიტუციური დიალოგის ხელშეწყობისა და გამოცდილების გაზიარების გზით.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მართლმსაჯულების სისტემებში განხორციელებული რეფორმები, არსებული გამოწვევები და სასამართლოების საქმიანობის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ აზერბაიჯანელ კოლეგებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.
ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ინამ იმდად ქარიმოვი; აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ხაგანი მამადოვი; აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე სანან ჰაჯაევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მირთაჯი განდილოვი.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს დელეგაციასთან შეხვედრები ასევე გაიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 16 ივნისს, 12:00
2025-06-12
იხილეთ სრულადევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო ჯგუფის წევრად 2025 წლიდან, ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნიდან 9
2025-06-10
იხილეთ სრულად