საქართველოს უზენაეს სასამართლოს ტაჯიკეთისა და უზბეკეთის დელეგაცია ეწვია

გამოქვეყნების თარიღი: 2023-08-11

მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ტაჯიკეთისა  და უზბეკეთის დელეგაციას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე,  თამარ ოქროპირიძე  შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ტაჯიკეთისა  და უზბეკეთის სამინისტროსა და  ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე, ტაჯიკეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ორი ქვეყნის დელეგაციასთან  გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ  საქართველოს იურიდიული დახმარების  სამსახურის დირექტორის პირველი  მოადგილე - ნინო მელაძე, დირექტორის მოადგილე - მიხეილ ხურციძე,  ელექტრონული სისტემების მართვის  დაინფორმაციის დამუშავების  სამმართველოს უფროსი - დიმიტრი სამხარაძე და საერთაშორისო  ურთიერთობების დეპარტამენტის იურისტ-ანალიტიკოსი  -  თამრიკო ნაჭყებია.  შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ,  UNDP-ის  საქართველოს ოფისის წარმომადგენლები ლევან ასათიანი და ივანე ჩიტაშვილი.

შეხვედრის ფარგლებში თამარ  ოქროპირიძემ დელეგაციის  წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია  მიაწოდა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემისა და  საქართველოს უზენაეს სასამართლოში  საქმეთა განხილვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესების  თაობაზე. შეხვედრა წარიმართა აქტიური დისკუსიის ფორმატში.

შეხვედრის დასრულების  შემდეგ  დელეგაციის წარმომადგენლებმა  დაათვალიერეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა და ეწვივნენ მართლმსაჯულების მუზეუმს.


ბოლო სიახლეები

ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

2025 წლის 17-19 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თა

2025-06-23

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს   უზენაეს   სასამართლოში   2025   წლის   16 ივნისს, 12:00

2025-06-12

იხილეთ სრულად
ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრად ქეთევან ცინცაძე აირჩიეს

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო ჯგუფის წევრად 2025 წლიდან, ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნიდან 9

2025-06-10

იხილეთ სრულად