საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელსა და გერმანიის ელჩის მოადგილესთან შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნების თარიღი: 2023-05-19

მიმდინარე წლის 19 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე შეხვდნენ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელს, ნიკ ბერესფორდსა და გერმანიის ელჩის მოადგილეს, ტანია ჰუტს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „კანონის უზენაესობასა და მართლმსაჯულების გაუმჯობესებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის“ მენეჯერი ლევან ასათიანი.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის არსებული მიმართულებები და ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ახალი პროექტი, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება და ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემის გაძლიერებასა და  მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა გერმანიისა და გაეროს განვითარების პროგრამის მნიშვნელოვანი წვლილი თანამედროვე ქართული სამართლის განვითარების მიმართულებით და მჭიდრო თანამშრომლობის თაობაზე სრული მზადყოფნა გამოთქვა.

სტუმრებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი, აგრეთვე, გააკეთეს სამახსოვრო ჩანაწერი შთაბეჭდილებათა წიგნში.


ბოლო სიახლეები

ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

2025 წლის 17-19 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თა

2025-06-23

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს   უზენაეს   სასამართლოში   2025   წლის   16 ივნისს, 12:00

2025-06-12

იხილეთ სრულად
ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრად ქეთევან ცინცაძე აირჩიეს

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო ჯგუფის წევრად 2025 წლიდან, ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნიდან 9

2025-06-10

იხილეთ სრულად