საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკურმა განყოფილებამ მოამზადა პუბლიკაცია

გამოქვეყნების თარიღი: 2023-12-26

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკურმა განყოფილებამ მოამზადა პუბლიკაცია - ,,სასამართლო პრაქტიკის ანალიზი ადევნების და ქორწინების იძულების დანაშაულებზე (2018-2022)“.

იმის გათვალისწინებით, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სასამართლო სისტემას განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო როლი აკისრია, კვლევის მიზანია ახალი საკანონმდებლო რეგულაციებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების კვალდაკვალ, წარმოაჩინოს საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკაში დამკვიდრებული ტენდენციები.

დოკუმენტი საინტერესო იქნება არამარტო მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე პირებისთვის, არამედ სამართლის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების გამწევი პროფესიონალებისა და ამ თემით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

წინამდებარე კვლევა მომზადებულია პროგრამის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ევროკავშირის  მხარდაჭერით ახორციელებენ.


ბოლო სიახლეები

მართლმსაჯულების სააკორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა

მიმდინარე წლის 18 ივნისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატების მონაწილეობით&n

2026-06-18

იხილეთ სრულად
მილოცვა

2026-05-31

იხილეთ სრულად
მილოცვა

2026-05-30

იხილეთ სრულად