გამოქვეყნების თარიღი: 2024-02-07
მიმდინარე წლის 7 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - ნინო ქადაგიძე მსოფლიო იურისტთა ასოციაციის (WJA) აღმასრულებელ დირექტორს, თეოდორა თომასსა და მსოფლიო სამართლის ფონდის (WLF) საერთაშორისო და ინსტიტუციურ საქმეთა დირექტორს - ტერეზა დელ რიეგოს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: თეა ჯუღელი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ-ს) იურიდიული ფაკულტეტის დეკანი; ანა ფირცხალაშვილი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ-ს) ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით; ირაკლი სამხარაძე, ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი; ნიკოლოზ კობახიძე, პროექტის კოორდინატორი; ასევე, გიორგი მირიანაშვილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო, ევროპული და კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს მსოფლიო იურისტთა ასოციაციისა და მსოფლიო სამართლის ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე -საქართველოსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
მსოფლიო იურისტთა ასოციაციისა და მსოფლიო სამართლის ფონდის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ-ს) მოწვევით, საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენციის - ტრანსფორმაცია გარდამავალ პერიოდში: ევროპული ინტეგრაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის, ფარგლებში.
მსოფლიო იურისტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 1963 წელს. როგორც განსაკუთრებული საკონსულტაციო სტატუსის მქონე სუბიექტი, წარმოდგენილია გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში (ECOSOC). ასოციაციის ჩამოყალიბების საჭიროება განპირობებული იყო ღია და თავისუფალი პლატფორმის არსებობის საჭიროებით, რათა მოსამართლეებს, იურისტებს, სამართლის პროფესორებსა თუ სხვა დაინტერესებულ პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან, ერთობლივი ძალისხმევა მიემართათ სამართლის უზენაესობისა და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით.
2025 წლის 17-19 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თა
2025-06-23
იხილეთ სრულადსაქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 16 ივნისს, 12:00
2025-06-12
იხილეთ სრულადევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო ჯგუფის წევრად 2025 წლიდან, ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნიდან 9
2025-06-10
იხილეთ სრულად