გამოქვეყნების თარიღი: 2023-11-21
მიმდინარე წლის 20 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ეწვია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, ნინო ქადაგიძესთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გერმანიის საელჩოს ინიციატივით, მოსამართლეებთან გაიმართა შეხვედრა თემაზე „საქართველოსა და გერმანიის სასამართლოების ორგანიზაციული მოწყობის შედარება“. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ და გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა.
შეხვედრის ფარგლებში ექსპერტმა, დრეზდენის სამხარეო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ულრიხ ჰაგენლოხმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე „საქართველოსა და გერმანიის სასამართლოების ორგანიზაციული მოწყობის შედარება“, რის შემდეგაც გაიმართა აქტიური დისკუსია, რომელსაც მოდერაციას უწევდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ-ის) წარმომადგენელი, ეთუნა ჩაჩანიძე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და საქართველოში გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები.
2025 წლის 17-19 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თა
2025-06-23
იხილეთ სრულადსაქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 16 ივნისს, 12:00
2025-06-12
იხილეთ სრულადევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო ჯგუფის წევრად 2025 წლიდან, ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნიდან 9
2025-06-10
იხილეთ სრულად